ეპოქა სრულდება - სეზონის ბოლოს რობენთან ერთად
Aa
Aa

ეპოქა სრულდება - სეზონის ბოლოს რობენთან ერთად "ბაიერნს" რიბერიც დატოვებს

წლევანდელი სეზონის ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ დიდი ეპოქა დასრულდება.

როგორც ცნობილია არიენ რობენისთვის წლევანდელი სეზონი „რეკორდმაისტერის“ მაისურით ბოლო იქნება. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს ფრანკ რიბერიც დატოვებს.

35 წლის ფრანგის წასვლის შესახებ ინფორმაცია „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა.

ამრიგად, 2019-2020 წლების სეზონიდან „ბაიერნში“ ახალი ეპოქა დაიწყება. კლუბი შემადგენლობას გვარიანად გადაახალისებს და ასევე ხმაურიან ტრანსფერებსაც უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ რიბერი „რეკორდმაისტერის“ რიგებში 2007 წლიდან ასპარეზობს. ფრანგის ანგარიშზე 406 შეხვედრაში 119 გოლი და 180 საგოლე გადაცემაა.

რიბერიმ მიუნხენელბთან ერთად ბუნდესლიგის მოგება 8-ჯერ, თასის კი 5-ჯერ შეძლო. 2013 წელს ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა და ოქროს ბურთის სამ ფინალისტს შორისაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები