Aa
Aa

"ატლეტიკო" იანვრისთვის კავანის უმიზნებს - კოშტა ზამთარში ჩინეთში?

მადრიდის „ატლეტიკო“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას გეგმავს.

ფრანგული Le10Sport-ის ინფორმაციით, „როხიბლანკომ“ ზამთარში შესაძლოა დიეგო კოშტა ჩინეთში გაყიდოს.

კოშტას მოტივაციის პრობლემა აქვს და ამას კლუბიც ხედავს. მადრიდელები 30 წლის ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ, რის შემდეგაც მისი შემცვლელის შეძენას შეეცდებიან და როგორც ფრანგული გამოცემა წერს ეს ედინსონ კავანი იქნება.

„პსჟ“-ს ურუგვაელი ფორვარდი პარიზული კლუბის დატოვებას, რომ გეგმავს ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. კავანისა და ნეიმარის ურთიერთობა საბოლოოდ ვერ დალაგდა.

თუ, კოშტა „ატლეტიკოს“ დატოვებს სიმეონეს მთავარი სამიზნე კავანი იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი წესის თანახმად ამიერიდან ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი სეზონის განმავლობაში ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით თამაშის უფლება ეძლევა.

საბოლოოდ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები