მესიმ ოჯახისთვის 12 მილიონ ფუნტად პირადი თვითმფრინავი შეიძინა
Aa
Aa

მესიმ ოჯახისთვის 12 მილიონ ფუნტად პირადი თვითმფრინავი შეიძინა

„ბარსას“ ათიანმა ლეო მესიმ საკუთარი ოჯახისთვის 12 მილიონი ფუნტის ღირებულების პირადი თვითმფრინავი შეიძინა.

ამიერიდან ლეო, თუ „ბარსას“ არ ჩავთვლით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პირადი თვითმფრინავით იმოგზაურებს.

მესის ახალი შენაძენი 16 ადამიანზეა გათვლილი. თვითმფრინავი იტევს 16 ადამიანს. ასევე მასში მოთავსებულია 2 სააბაზანო, სამზარეულო და 8 საწოლი.

კიბის საფეხურებს მესის ოჯახის წევრების სახელები ჰქვია. საუბარია მეუღლესა და სამ შვილზე.

თვითმფრინავს კუდზე მესის ნომერი 10 აწერია და ახლა ის ბუენოს აირესის აეროპარკში იმყოფება.

სამშაბათ საღამოს მესიმ და კომპანიამ „კამპ ნოუზე“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც „ბლაუგრანასთან“ ერთად მერვედფინალის საგზური ლონდონურმა კლუბმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუ რონალდუმ პრესასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მას მესი ცოტათი ენატრება:

„შესაძლოა მესი ცოტათი მენატრება... მე მითამაშია ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ის კი ჯერაც ესპანეთშია. შესაძლოა ლეოს უფრო მეტად ვენატრები.

ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მე მომწონს ის და მომწონს, როდესაც ხალხს ბედნიერს ვხდი.

ვისურვებდი, რომ ერთხელაც მესი სათამაშოდ იტალიაში გადმოვიდეს, მიიღოს გამოწვევა ისევე როგორც მე. თუმცა, თუ ის ესპანეთში ბედნიერია მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ფანტასტიური მოთამაშე და კარგი ადამიანია.

მე ესპანეთში არაფერი მენატრება, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები