მაქს ფერსტაპენის ხმაურიანი განცხადება
Aa
Aa

მაქს ფერსტაპენის ხმაურიანი განცხადება

“რედ ბულის“ ჰოლანდიელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი, ხმაურიანი განცხადებებით ხშირად გამოირჩევა. გამონაკლისი არც ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა, სადაც ლუის ჰემილტონის შესახებ დასმულ კითხვას 21 წლის მრბოლელმა საინტერესო პასუხი გასცა.

საკუთარი პოზიცია ფერსტაპენმა Ziggo Sport-თან საუბრისას დააფიქსირა. მაქსმა აღნიშნა, რომ ბრიტანელმა სპორტსმენმა რიგით მეხუთე ჩემპიონობა არა ინდივიდუალური თვისებების, არამედ მძლავრი ბოლიდის ხარჯზე მოიპოვა.

„ფორმულა ერთში წარმატების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ პილოტზე არაა დამოკიდებული. ჩემპიონობის მოსაპოვებლად მთელი რიგი ასპექტების გათვალისწინებაა საჭირო. არ შემიძლია იმის თქმა რომ ჰემილტონი ამ მომენტში საუკეთესოა. მას უბრალოდ ყველაზე მძლავრი ბოლიდი ჰყავს. ლუისს ჩემპიონობის დასაკუთრება სადებიუტო სეზონშივე შეეძლო, რადგან მის განკარგულებაში შესაფერისი სიძლიერის ავტომობილი იყო“.

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში „მერსედესის“ საჯინიბო მხოლოდ და მხოლოდ მასზე იყო ორიენტირებული. როცა მთელი გუნდი შენით არის დაკავებული ჩემპიონობის მოპოვება გაცილებით მარტივია“.

ცხელი ამბები