Aa Aa
6 აპრილი 2015  |  12:53

ვან გაალი: „იუნაიტედმა“ „სიტი“ შეაშინა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მისი გუნდის ბოლოდროინდელი შთაბეჭდავი თამაშით მომავალ მეტოქე „სიტის“ ბევრ თავსატეხს გაუჩენს. მანჩესტერული დერბი 12 აპრილს „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება.

31 ტურის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ 62 ქულით ცხრილის მესამე საფეხურზე იმყოფებიან და მომავალ მეტოქეს 1 ქულით უსწრებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ქალაქელებს“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. დღეს 23 საათზე პელეგრინის შეგირდები კრისტალ პალასს შეხვდებიან.

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, გუნდმა ბოლო 5 თამაში მოიგო და გასულ უქმეებზეც საკმაოდ შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენა.

ჰოლანდიელ თავკაცს სჯერა, რომ ფეხბურთელების ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმა „მანჩესტერ სიტის“ ბევრ პრობლემას შეუქმნის. ამასთანავე სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და მეტოქის მსგავსად მოედანზე მხოლოდ 3 ქულის ასაღებად გავა.

„მანუელ პელეგრინის და მის შეგირდებს დიდ პატივს ვცემ. ორი აზრი არ არსებობს, რომ „სიტი“ ძალიან ძლიერი კლუბია. დერბი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშნველოვანია, თუმცა ჩვენ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ რაც დიდ უპირატესობას გვაძლევს. ვფიქრობ, გასამართ დაპირისპირებას ჩვენ უფრო კომფორტულ სიტუაციაში ვხვდებით“ - განაცხადა ლუი ვან გაალმა.

 

გასულ წელს გუნდები ერთმანეთს 2 ნოემბერს დაუპირისპირდნენ. ეტიჰედ სთედიუმზე „სიტიმ“ „იუნაიტედი“ სერხიო აგუეროს ერთადერთი გოლით დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები