ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

პრემიერ ლიგის გუნდებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტური წარმატებული გამოდგა. „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „ნაპოლი“ დაამარცხა, ხოლო „ტოტენჰემი“ „კამპ ნოუზე“ ფრეს დასჯერდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

სერხიო ბუსკეტსის მეასე

„ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა „ბარსელონას“ საყრდენისთვის, სერხიო ბუსკეტსისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მეასე შეხვედრა გამოდგა. ესპანელი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ივან რაკიტიჩი ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის მაისურით ბუსკეტსმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული სამჯერ მოიგო.

ნოვაკ ჯოვოკიჩი „ცრვენა ზვეზდა“ – „პსჟ“-ს დაესწრო

ნოვაკ ჯოვოკიჩი „ცრვენა ზვეზდას“ დიდი გულშემატკივარია და გუშინ „პსჟ“-სთან ჩატარებულo შეხვედრა არ გამოუტოვებია. საყვარელი გუნდის კაშნეთი გამოწყობილმა „ნოლემ“ ბელგრადულ კლუბს მატჩის ბოლომდე უგულშემატკივრა.

დიდიე დროგბა „მონაკო“ – „დორტმუნდის“ მატჩზე

ჯოკოვიჩის მსგავსად ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაზე დასწრება დიდი დროგბმაც გადაწყვიტა. კოტ დივუარელმა ლეგენდამ „მონაკოსა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება შეარჩია და მატჩს თვალი ტრიბუნებიდან ადევნა.

ბენედიქტ ჰიოვედესის ემოციური დაბრუნება

ბენედიქტ ჰიოვედესმა კარიერის დიდი ნაწილი „შალკეში“ გაატარა და გელზერკირხენში დაბრუნება მისთვის საკმაოდ ემოციური მომენტი იყო. „შალკეს“ ქომაგებმა ჰიოვედესს ღირსეული დახვედრა მოუწყვეს და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

კასილიასის ისტორიული შედეგი

გუშინ „პორტუმ“ სტუმრად „გალათასარაის“ 3-2 მოუგო. „დრაკონების“ ლეგენდარულმა გოლკიპერმა, იკერ კასილიასმა, კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ იგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩის მოგება მოახერხა.

და ბოლოს! „ნაპოლის“ ატირებული ქომაგი

მოჰამედ სალაჰის გოლის შემდეგ „ნაპოლის“ ატირებული ქომაგი ალბათ ყველას კარგად დაგამახსოვრდათ. ამ მომენტის ხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტია ვიდრე სპორტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები