საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ბელარუსი მეორედაც დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა ბელარუსი მეორედაც დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მინსკში ბელარუსთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა  და ანგარიშით 3:2 იმარჯვა . შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ რამაზ სვანაძის შეგირდებმა მეტოქეს 2:1 სძლიეს.

მთავარმა მწვრთნელმა პირველი შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა დააყენა და შეკრებაზე წაყვანილ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი გულიაშვილმა , ზურიკო დავითაშვილმა  და გიორგი გაგუამ  გაიტანეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები