ბეგლარიშვილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა
Aa
Aa

ბეგლარიშვილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა ფეხბურთელმა ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელი გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ტალინის ''ფლორას'' ნახევარმცველმა crystalsport-თან საუბარში განაცხადა, რომ ესტონეთის პასპორტს უახლოეს პერიოდში მიიღებს და ესტონეთის მოქალაქე გახდება.

28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც 2010 წლიდან ტალინური კლუბის ფეხბურთელია, ესტონეთის ენისა და ესტონეთის კონსტიტუციის გამოცდები ჩააბარა.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ესტონეთის მეტოქეები გერმანია, ჰოლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და ბელარუსი არიან. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სტარტს  2019 წლის მარტში აიღებს. აღნიშნულ მატჩებში ბეგლარიშვილს ესტონეთის ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება ექნება.

ბეგლარიშვილი ესტონეთის ოთხგზის ჩემპიონია (2010, 2011, 2015 და 2017). თბილისის ''ლოკომოტივის'' ყოფილმა ნახევარმცველმა ესტონეთის თასი ორჯერ მოიგო (2010-11, 2015-16). მან საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ერთადერთი შეხვედრა 2015 წელს ჩაატარა. ესტონეთთმა ამხანაგურ შეხვედრაში კახა ცხადაძის გაწვრთნილი საქართველო 3:0 დაამარცხა.

გულშემატკივართა გამოკითხვით ესტონეთის ჩემპიონატის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ბეგლარიშვილი გახდა.

ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის 2018 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები