ლობჟანიძის ''რანდერსიდან'' წასვლის შანსი რეალურია
Aa
Aa

ლობჟანიძის ''რანდერსიდან'' წასვლის შანსი რეალურია

დანიურმა ''რანდერსმა'' შესაძლოა ქართველი გარემარბი საბა ლობჟანიძე გაყიდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა bt.dk-სთან გააკეთა.

პედერსენის თქმით საბა ლობჟანიძით არაერთი კლუბია დაინტერესებული და შესაძლოა იანვარში 23 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში ვიხილოთ.

პედერსენმა აღნიშნა: ''გაძლიერებისთვის ფეხბურთელების გაყიდვა აუცილებელია. გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი საბა ლობჟანიძეა, რომლის მიმართ დიდი ინტერესია.''

ლობჟანიძემ, რომელმაც გასულ ტურში ''ვენდსისელს'' გამარჯვების გოლი გაუტანა, crystalsport-თან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის უცნობია დაინტერესებული კლუბების ვინაობა.

ლობჟანიძემ მცირე კომენტარი გააკეთა: ''სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს რომელი გუნდები ამჟღავნებენ ჩემი შეძენის სურვილს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.''

ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში დანიის სუპერლიგის 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, დანიურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს.

ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ''რანდერსის'' ცხრამეტივე შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა.

ვლადიმირ ვაისს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის ლობჟანიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ მიუწვევია.

ლობჟანიძის ეფექტური გამარჯვების გოლი დანიის სუპერლიგაში

ფოტო: bold.dk

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები