ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა
Aa
Aa

ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც  სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა.

დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები. რომელიც 2018 წლის 21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ოლიმპიური ჩემპიონებს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები, საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდებიან სპორტული წლის ლაურეატები.

ასევე აღმასკომის სხდომაზე  ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი სკულპტურა -„ოლიმპიური ალი“ წარმოადგინეს , რომელიც  წლის საუკეთესო სპორტსმენს გადაეცემა.

აღმასკომის წევრებმა ასევე განიხილეს ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვანი საკითხები.

ცხელი ამბები