''ცხინვალმა'' ფლეი-ოფის პირველი მატჩი კიკნაძის დუბლით მოიგო
Aa
Aa

''ცხინვალმა'' ფლეი-ოფის პირველი მატჩი კიკნაძის დუბლით მოიგო

ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის მებრძოლმა ''ცხინვალმა'' ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ''მცხეთა პარკზე'' ''ბახმარო'' 2:1 დაამარცხა. 

მე-9 წუთზე გიორგი მაღალდაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი კიკნაძემ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 42-ე წუთზე ლუკა ვარძელაშვილის ჩაწოდების შემდეგ კიკნაძემ დუბლი შეასრულა. მან ამჯერადაც თავით გაიტანა.

ერთადერთი საპასუხო გოლი გამოცდილი გიგა კვერენჩხილაძის ანგარიშზეა. მე-80 წუთზე სერგო ფირცხალაიშვილის გადაცემის შემდეგ ''ბახმაროს'' ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და ზუსტი დარტყმით ანგარიში შეამცირა.

შეგახსენებთ, ვარძელაშვილსა და კიკნაძეს კონტრაქტი თბილისის ''ლოკომოტივთან'' აკავშირებთ და ''ცხინვალში'' იჯარის წესით ირიცხებიან.

საპასუხო მატჩი 14 დეკემბერს ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული შემდეგ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.

2018 წლის სეზონში ''ცხინვალმა'' ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლოსწინა მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ''ბახმარო'' ლიგა 3-ში 79 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩა პირველადგილოსან ''ზუგდიდს.''

გასულ სეზონში ლიგა 3-ში მესამე ადგილზე გასულმა ლანჩხუთის ''გურიამ'' ''ევგრაფი შევარდნაძეზე'' კარლო ჯიქიძის ერთადერთი გოლით წყალტუბოს ''სამგურალი'' დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა 14 დეკემბერს, ქუთაისში, ''რამაზ შენგელიაზე'' გაიმართება.

''სამგურალმა''  ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 პოზიცია დაიკავა. ''გურია'' - ''სამგურალს'' შორის გამარჯვებული 2019 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.

ფოტო: ''ცხინვალის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები