Aa
Aa

"ბლაუგრანა" უარზეა - "ჟირონა" - "ბარსელონა" მაიამიში არ გაიმართება

„კატალონიის ბარსელონამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის ქვეყნის საზღვრებს მიღმა გამართვაზე უარი განაცხადა.

ლა ლიგის წარმომადგენლებსა და RELEVANT Sports შორის გაფორმებული 15 წლიანი კონტრაქტის თანახმად „ბლაუგრანასა“ და „ჟირონას“ მატჩი მაიამიში უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულ ხელშეკრულებას ესპანეთში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყნის დიდი ნაწილი „ბარსასაც“ აკრიტიკებდა. ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კი, ოქტომბერში აღნიშნა, რომ ლა ლიგის მატჩის აშშ-ში გამართვის ნებისმიერ მცდელობას დაბლოკავდა.

საბოლოოდ „ბარსელონამ“ ხსენებული იდეისადმი მხარდაჭერის არქონის გამო პოზიცია შეცვალა და ესპანეთის ფარგლებს მიღმა შეხვედრის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად უარყოფითი კომენტარების და „ბლაუგრანას“ შეცვლილი პოზიციისა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, უკან დახევას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები