ნიკ იანგი
Aa
Aa

ნიკ იანგი "დენვერში" გადავიდა

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა, „დენვერ ნაგეთსმა“, ნიკ იანგი გაიფორმა. კოლორადოელებს იმედი აქვთ „სვეგი ფი“ გუნდის სათადარიგო სკამს გააძლიერებს.

იანგი შარშანდელ სეზონში „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას იცავდა. მან „უორიორსის“ მაისურით 80 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 7.3 ქულასა და 1.6 მოხსნას აგროვებდა.

33 წლის კალათბურთელი NBA-ში თავის მეთერთმეტე სეზონს ატარებს. იანგი აქამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და ფორმის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ცდილობდა.

„დენვერი“ 18 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს. „ნაგეთსის“ მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგო სკამი გახლდათ და ნიკ იანგის დამატება გასაკვირი სულაც არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები