Aa
Aa

"მანჩესტერს" ნდომბელეს გადმობირება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი სამიზნე „ლიონის“ ნახევარმცველი, ტანგუი ნდომბელეა. ფრანგული გამოცემების ცნობით „წითელი ეშმაკები“ მის გადმობირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან.

„იუნაიტედს“ 21 წლის ფეხბურთელის შეძენა იაფი არ დაუჯდება. „ლიონის“ პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ოლას თქმით გუნდმა 45 მილიონი ფუნტის ოდენობის წინადადებაზე უარი უკვე თქვა, თუმცა „წითელი ეშმაკები“ დარწმუნებულები არიან რომ ფრანგების დაყოლიებას მოახერხებენ.

გავრცელებული ინფორმაციით მთავარი ფაქტორი ჟოზე მოურინიოს მომავალია. პორტუგალიელის მანჩესტერული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამაც შესაძლოა ნდომბელეს ტრანსფერზე დიდი გავლენა იქონიოს.

„ლიონის“ საყრდენით „მანჩესტერის“ გარდა „ბარსელონა“, „სიტი“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები