მანჯგალაძემ ბათუმის ''დინამოსთან'' ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

მანჯგალაძემ ბათუმის ''დინამოსთან'' ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა ბათუმის ''დინამომ,'' რომელსაც გია გეგუჩაძე წვრთნის, 26 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე დაიმატა. აჭარული კლუბის პრესსამსახურის ცნობით ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანჯგალაძეს ლუგანსკის ''ზორიას'' სარეზერვო გუნდში, ''პოლტავაში,'' საჩხერის ''ჩიხურაში,'' ბოლნისის ''სიონში,'' ''სამტრედიაში,'' აზერბაიჯანულ ''ქიაფაზსა'' და ლატვიურ ''ვენტსპილში'' უთამაშია.

2016 წელს მანჯგალაძე გია ცეცაძის გაწვრთნილ ''სამტრედიასთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გასულ ზაფხულში აზერბაიჯანული ''ქიაფაზის'' დატოვების შემდეგ ლატვიური ''ვენტსპილსის'' მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო (ლატვიის ჩემპიონატი - 8 მატჩი და 2 გოლი, ლატვიის თასი - 2 მატჩი და 1 გოლი, ევროპა ლიგა - 4 შეხვედრა).

მანჯგალაძე ლატვიურ კლუბთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ''ვენტსპილსი'' ფინალში ''რიგასთან'' დამარცხდა. 2019 წელს მანჯგალაძე ბათუმის ''დინამოს'' მაისურით დაიწყებს.

მანჯგალაძე ფრანგულ ''ბორდოსთან'' შეხვედრაში

ფოტო:  fcsamtredia.com, fkventspils.lv, girondins.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები