ვიდიჩის მიმართვა საფეხბურთო სამყაროს:
Aa
Aa

ვიდიჩის მიმართვა საფეხბურთო სამყაროს: "გული მწყდება, თუმცა"...

სულ რამდენიმე საათის წინ მსოფლიოს სპორტულმა გამოცემებმა სერბი ფეხბურთელის ნემანია ვიდიჩის სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

"დრო მოვიდა წერტილი დავსვა და ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო. ბოლო წლებია ტრავმები მტანჯავს და ამან სერიოზული გავლენა მოახდინა ჩემს თამაშზე, რის გამოც ამ გადაწყვეტილების მიღება მომიწია". 

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელსა თუ ფეხბურთელს, რომელთან ერთადაც კარიერის მანძილზე ერთი საქმე მიკეთებია. სიყვარულით მოვიკითხავ გულშემატკივრებს და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი". - ავრცელებს ვიდიჩის განცხადებას "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი. 

სერბმა მცველმა პროფესიუნალური კარიერა "რედ სტარში" 2000 წელს დაიწყო, ამას გარდა მას "სუბოტიცაში", მოსკოვის "სპარტაკში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ინტერში" უთამაშია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები