რობენი კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს
Aa
Aa

რობენი კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს

მიუნხენის ‘‘ბაიერნის’’ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა 2019 წლის ზაფხულში შესაძლოა კარიერა დაასრულოს.

34 წლის ფეხბურთელი გერმანულ გამოცემა kicker-ს ესაუბრა.

‘‘საკითხი გარკვეული არაა. შესაძლოა სეზონის ბოლოს კარიერა დავასრულო.

თუ კლუბი ახალ კონტრაქტის გაფორმებას შემომთავაზებს, წინდადების განსახილველად ასი პროცენტით მზად ვიქნები. თუ შეთანხმება შედგება, ‘‘ბაიერნში’’ კვლავ ვითამაშებ. თუ კლუბის ხელმძღვანელები დარჩენას არ შემომთავაზებენ, შესაძლოა კარიერა დავასრულო.

მე სამი შვილი მყავს. იმის მიუხედავად თუ რომელი გუნდიდან მივიღებ წინადადებას, ისინი ყოველთვის ბედნიერები უნდა იყვნენ. ჩემი ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.’’

შეგახსენებთ, რობენი 2009 წლიდან მიუნხენის ‘‘ბაიერნის’’ ფეხბურთელია. კლუბთან ერთად ბუნდესლიგის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა, ხოლო ერთხელ. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები