''მანჩესტერ სიტიმ'' ფოდენთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

''მანჩესტერ სიტიმ'' ფოდენთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ სიტის'' მცველმა ფილ ფოდენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ინფორმაციას პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

18 წლის ფოდენი ''ქალაქელების'' აკადემიის აღზრდილია. ამპლუით ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრების ყველა ასაკობრივი გუნდის ფორმა მოირგო. 2017 წლიდან ''მანჩესტერ სიტის'' პირველი გუნდის წევრია.

''მანჩესტერ სიტის'' საფეხბურთო დირექტორმა ჩიკი ბიგირისტაინმა ფოდენთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა: ''მოხარული ვარ, რომ ფოდენის შენარჩუნება მოვახერხეთ. ის გამორჩეული ტალანტია და განვითარებისთვის შესანიშნავ ადგილზე მოხვდა.''

ფოდენმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გუარდიოლას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, ყოველ შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში. პრემიერლიგის გარდა ფოდენმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ლიონისა'' და ''შახტარის'' წინააღმდეგ იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები