''ვილიარეალს'' ლუის გარსია გაწვრთნის
Aa
Aa

''ვილიარეალს'' ლუის გარსია გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ ''ვილიარეალის'' მთავარ მწვრთნელად 46 წლის ლუის გარსია პლაზა დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ლუის გარსიამ ხავიერ კალეხა შეცვალა, რომელიც კლუბს 2017 წლის 25 სექტემბრიდან წვრთნიდა. ლა ლიგაში ''ვილიარეალი'' 14 ქულით მე-17 ადგილზეა.

2005-06 წლების სეზონში ლუის გარსია ''ვილიარეალი ბ''-ს მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და კლუბში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. აღნიშნულ სეზონში ''ვილიარეალის'' სარეზერვო გუნდმა ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში, ტერსერა ლიგაში 100 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და სეგუნდა ბ-ში აღზევდა.

ლუის გარსია არაერთ ესპანურ გუნდში მუშაობდა. წვრთნიდა ''ბენიდორმს,'' ''ლევანტეს,'' ''ხეტაფეს.'' ასევე მუშაობდა ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები