Aa
Aa

ბითაძის 23 ქულა და MVP-ის ტიტული

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ გოგა ბითაძემ კლუბში პირველი მატჩი გამართა და კვლავ საუკეთესო გახდა. მისი “მეგა ბიმაქსი” მონტენეგროში ადრიატიკის ლიგის მოქმედ ჩემპიონს“ბუდუჩნოსტს” შეხვდა და დიდ ბრძოლაში ანგარიშით 85:91 დამარცხდა. 

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:41 წუთი გაატარა. გოგამ 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დაუმატა.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედეგად, მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული სწორედ ქართველს ერგო.

“მეგა ბიმაქსს” 7 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები