პრეზიდენტმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
Aa
Aa

პრეზიდენტმა კაშია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ჰუმანური იდეების გავრცელებისა და სამშობლოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით გურამ კაშია დააჯილდოვა.

ჯილდოს მიღების შემდეგ გურამ კაშიამ ''რუსთავი 2''-თან საუბარში აღნიშნა: ''ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამ ჯილდოს გადმომცემდნენ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია. ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი მიღწევაა. ვამაყობ, რომ დღეს აქ ვარ და ვამაყობ რომ ქართველი ვარ.''

„გვინდოდა იმ ადამიანების ღვაწლის გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სახელით. ეს ადამიანები აქტიურად იყვნენ ჩართულლნი საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შემცირებაში. აქტიურობდნენ განსახვავებული აზრის ადამიანის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მადლობა მათ ქვენის სახელით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

კაშიას მსგავსად მარგველაშვილმა აღნიშნული ჯილდო მეუფე ისაიას, რეჟისორი თემურ ჩხეიძეს, მომღერალი მანანა მენაბდეს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორ ქეთევან ხუციშვილსა და ფილოლოგ ზურაბ კიკნაძეს გადასცა.

ფოტო:  გიორგი მარგველაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები