ასტორის გადარჩენა შეიძლებოდა? - 2 ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო!
Aa
Aa

ასტორის გადარჩენა შეიძლებოდა? - 2 ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო!

ფლორენციის "ფიორენტინას" გარდაცვლილი კაპიტნის, დავიდე ასტორის საქმეზე საუბარი დღემდე არ წყდება და ახალი გარემოებებიც იკვეთება. იტალიის უძველესი გამოცემის, Corriere della Sera-ს ცნობით, შესაძლოა, ფეხბურთელის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობის ბრალი იყოს.

საქმე ისაა, რომ 2-ჯერ - 2016 წელს - კალიარის, ხოლო 2017 წელს ფლორენციის ერთ-ერთ კლინიკაში, ასტორის გულზე გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც პარკუჭოვანი ექსტრასისტოლოზის არსებობა დაადგინა, ამასთანავე, გულის მუშაობა არ იყო ისეთი, როგორც ეს პროფესიონალი ფეხბურთელის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო.

ამის გამო, კალიარისა და ფლორენციის კონკრეტულ ჰოსპიტალთა 2 ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მათ 31 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომები არ მიიღეს. დავიდე ასტორის სიცოცხლის ბოლო თვეებში ბრადარითმია ჰქონდა, რაც სუსტ გულისცემას გულისხმობს, ამ დაავადებას კონკრეტული მიდგომა სჭირდება, რაც მედიკოსებს უნდა გაეთვალისწინებინათ. 

"ფიორენტინას" კაპიტანი 4 მარტს, უდინეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მაშინ გარდაიცვალა, როცა ნომერში მარტო იმყოფებოდა და ეძინა. ვარაუდობენ, რომ თუკი ის მარტო არ იქნებოდა, ან ცოტა ადრე გაღვიძებას შეძლებდა, გადარჩებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები