Aa
Aa

ყველაზე სისხლიანი ორთაბრძოლა UFC-ის ისტორიაში

UFC 231-ის ეგიდით კანადაში რამდენიმე საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა. მაქს ჰოლოუეის და ბრაიან ორტეგას დაპირისპირების გარდა, გუნარ ნელსონისა და ალექს ოლივეირას შეხვედრაც გამოირჩა.

აღნიშნულ შერკინებას გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა UFC-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ორთაბრძოლა უწოდა. დაპირისპირება გუნარ ნელსონის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მან მეორე რაუნდში მოიპოვა. ისლანდიელი მებრძოლის მეტოქემ, ალექს ოლივეირამ, კი ოქტაგონი სერიოზული ტრავმით დატოვა.

მეორე რაუნდში ნელსონმა ამ უკანასკნელს სახეში იდაყვით საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიაყენა. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ბრძოლის შემდეგ ბრაზილიელი სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს და გავრცელებული ინფორმაციით 29 ნაკერი დაადეს.

ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გულშემატკივრები ძალიან ნერვიულობდნენ, თუმცა ოლივეირას მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ტადეუმ, სოციალურ ქსელებში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით სერიოზული არაფერია და ბრაზილიელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცხელი ამბები