მაქს ჰოლოუეი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლისთვის მზადაა
Aa
Aa

მაქს ჰოლოუეი კონორ მაკგრეგორთან ბრძოლისთვის მზადაა

UFC 231-ის ცენტრალური ორთაბრძოლა მაქს ჰოლოუეისა და ბრაიან ორტეგას შორის ჩატარდა. 27 წლის ამერიკელმა სპორტსმენმა ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მოახერხა და მეტოქეს მეოთხე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

დაპირისპირების შემდეგ ჰოლოუეიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და კონორ მაკგრეგორთან შესაძლო რევანშიც განიხილა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აგვისტოში ირლანდიელმა მაქსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. კონორისთვის აღნიშნული ორთაბრძოლა UFC-ში რიგით მეორე გახლდათ, ხოლო ჰოლოუეი 21 წლის იყო.

„საუბარი ძირითადად სამი ადამიანის შესახებ მიდის. კონორისა და ჩემი ორთაბრძოლის ხილვა ყველას სურს. მაკგრეგორმა როცა დამამარცხა, ბავშვი ვიყავი და ახლა ყველაფერი სხვანაირადაა“.

„კონორის გარდა ნურმაგომედოვის ვარიანტიც განიხილება, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. იმედი მაქვს ყველაფერი უახლოეს მომავალში დაზუსტდება. მე ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად მზად ვარ“. -განაცხადა ჰოლოუეიმ.

ცხელი ამბები