შეუდარებელი რონი ოსალივანი!
Aa
Aa

შეუდარებელი რონი ოსალივანი!

სნუკერის ლეგენდარულმა მოთამაშემ, რონი ოსალივანმა, მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 43 წლის სპორტსმენმა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი კარიერაში მეშვიდედ მოიგო, რაც აღნიშნული სპორტის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

რონიმ ფინალში მარკ ალენი პრობლემების გარეშე დაამარცხა და ჩრდილოეთ ირლანდიელს 10-6 სძლია. ოსალივანმა თავისი კუმირის, სტივენ ჰენდრის, მიღწევა გააუმჯობესა და “სამმაგი გვირგვინის” გათამაშებიდან ერთ-ერთი კარიერაში მეცხრამეტედ მოიგო.

რონიმ თასთან ერთად 170000, ხოლო მარკ ალენმა 75000  ფუნტი სტერლინგი დაისაკუთრა. ოსალივანმა გამარჯვება უცნაურ სტილში აღნიშნა და თავზე წყალი გადაისხა.

„დღეს ისტორია დავწერე და ძალიან ბედნიერი ვარ. ამით არაფერი დასრულებულა, წინ დიდი გეგმები მაქვს და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედ მოგებას ვაპირებ“.

„მინდა გულშემატკივრებს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკუთარი თავისთვის შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებ. მსურს იმდენ ტურნირში მივიღო მონაწილეობა, რამდენშიც შევძლებ“.

ცხელი ამბები