საქართველოს სუპერთასი 12 დეკემბერს გათამაშდება
Aa
Aa

საქართველოს სუპერთასი 12 დეკემბერს გათამაშდება

საქართველოს სუპერთასი 12 დეკემბერს გათამაშდება. ლეგენდარული მწვრთნელისა და მოთამაშის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტულს “დინამო თბილისი” და “ქუთაისი” გაითამაშებენ.

ტრადიციულად, სუპერთასი სეზონის დასასრულს, მაისის თვეში იმართებოდა, თუმცა გუნდებისთვის მოსახერხებლად, 2 წელია, ამ ტიტულის გათამაშება სეზონის დასაწყისში გადმოვიდა. სუპერთასისთვის ერთმანეთს ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი გუნდები უპირისპირდებიან.

გასული სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული “დინამოა”, ხოლო თასის მფლობელი – “ქუთაისი”. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ წინა, 2017-18 წლების სეზონის სუპერთასის გათამაშებაში და მაშინ ტიტული დინამოელებს დარჩათ.

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მატჩი  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,  16:00 საათზე გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები