Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ტორონტო - მილუოკი 99 – 104

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოაციაციაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი კანადაში შედგა, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ორი ფავორიტი, „ტორონტო“ და „მილუოკი“ დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა.

შეხვედრის დასრულებამდე 28 წამით ადრე „რეპტორსი“ მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით აგებდა, თუმცა შედეგიანი ტყორცნის შესრულება ვერ მოახერხა და 5 ქულით დამარცხდა.

კანადელებს 22 ქულით სერჟ იბაკამ ულიდერა. კავაი ლეონარდმა აქტივში 20 ქულა ჩაიწერა, ხოლო ფრენკ ვანვლიტი 19 ქულით გამოირჩა.

იანისმა და ბრუკ ლოპესმა „ბაქსს“ 19-19 ქულა შესძინეს. მალკოლმ ბროგდონმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ტონი სნელმა კი 10 ქულა დააგროვა.

სან ანტონიო - იუტა 110 – 97

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზი“ დაამარცხა.

ტეხასელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.

„სპურსს“ 26 ქულით დემარ დეროუზენმა ულიდერა. რუდი გეიმ აქტივში 23 ქულა და 15 მოხსნა ჩაიწერა. ლამარკუს ოლდრიჯმა კი 20 ქულა დააგროვა.

„იუტას“ მხრიდან 27 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. რიკი რუბიომ გუნდს 26 ქულა შესძინა, ხოლო რუდი გობერმა 12 ქულა დააგროვა.

სხვა მატჩების შედეგები

დეტროიტი - ნიუ ორლეანი 108 – 116

ნიუ იორკი - შარლოტა 107 – 119

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები