Aa
Aa

''გოლდენ გორი'' ევროპის საკლუბო პირველობის ჩემპიონია!

ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელსაც ბუქარესტი მასპინძლობდა ''გოლდენ გორმა'' მეოთხედფინალში იტალიური  "ფიამე ჯიალე" 4:1 დაამარცხა. ქართული კლუბის მეტოქე ნახევარფინალში სერბული ''კინეზის ნისი'' იყო და საქართველოს წარმომადგენელმა 5:0 გაიმარჯვა.

''გოლდენ გორი'' ფინალში ფრანგულ "ბლანჩ მესნილს" შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა.

ფინალური ბლოკის პირველი ორთაბრძოლა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ.) გამართა და მოიგო. მარგველაშვილის მსგავსად მეორე ორთაბრძოლაც ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.) ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა გამარჯვება ვაზარით მოიპოვეს. 

მათ მსგავსად ლუკა მაისურაძემაც (-81 კგ.) წარმატებით იასპარეზა და იპონით გაიმარჯვა, ანგარიში გუნდურ ჩათვლაში 3:0 გახდა, თუმცა რიგით მეოთხე ბრძოლა ''ბლანჩ მესნილის'' ძიუდოისტმა მოიგო, რომელმაც ბექა ღვინიაშვილს შანსი არ დაუტოვა.

ბექა ღვინიაშვილის მსგავსად უშანგი კოკაურიც (+90) დამარცხდა და საბოლოოდ ''გოლდენ გორმა'' მეტოქე 3:2 დაამარცხა.

ერთი თვის შექმნილი გორული კლუბი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს!

ცხელი ამბები