ქართველმა რუსი ბრწყინვალე ილეთით დაამარცხა!
Aa
Aa

ქართველმა რუსი ბრწყინვალე ილეთით დაამარცხა!

ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე ''კენეზის ნისი'' მე-5 ადგილზე გავიდა. სერბული კლუბის შემადგენლობაში ქართველი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ირიცხება, რომელმაც რუსი მეტოქე შაკიროვი ბრწყინვალე ილეთით დაამარცხა.

ზაალიშვილის ბრწყინვალე გამოსვლის მიუხედავად ''კენეზის ნისი'' რუსულ ''რატიბორეცთან'' დამარცხდა და ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა.

ზაალიშვილის ბრწყინვალე ილეთი

 

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს გელა ზაალიშვილმა ბაჰამის კუნძულებზე გამართულ ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ზაალიშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე სამი ბრძოლა იპონით მოიგო და ფინალში ავსტრიელი სტეფან ჰეგი დაამარცხა. ზაალიშვილმა ფინალური შეხვედრაც იპონით მოიგო.

ცხელი ამბები