7 მედალი! ქართველ სამბისტთა წარმატება კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

7 მედალი! ქართველ სამბისტთა წარმატება კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

სამბოში კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიმართა. საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ოქროს მედლის მფლობელი ირაკლი დემეტრაშვილი გახდა, რომელიც 84 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის. 78 კგ. წონით კატეგორიაში გოგიტა ბაიაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს, ესენი არიან:ლუკა გადელია (46კგ. ),დავით ბახბახიშვილი (55კგ.), პაატა ტაბატაძე (72კგ.), ნათია კახობერაშვილი (38კგ.) და ეკატერინე რაზმაძე (41კგ.).

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კადეტ ვაჟთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

აღნიშნული ტურნირი 5 დეკემბერს დაიწყო და 7 დეკემბერს დასრულდა.

ცხელი ამბები