Aa
Aa

ფაჩულიას 8 ქულა და "დეტროიტის" მარცხი "ფილადელფიასთან"

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია.

"პისტონსი" შინ "ფილადელფიასთან" დაძაბულ ბრძოლაში 111:117 დამარცხდა.

ფაჩულია შეხვედრაში თადარიგიდან ჩაერთო და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო რა დროშიც მისი მონაგარი 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველი ცენტრი ურიგოდ არ გამოიყურებოდა და შეხვედრაში რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა.

ზაზას საუკეთესო მომენტები


 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯიმი ბატლერი იყო. "სიქსერსის" ლიდერმა 38 ქულა ჩააგდო. ბენ სიმონსის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო - 18 ქულა, 14 მოხსნა.

"დეტროიტელთა" რიგებში ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომელმაც ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა - 31 ქულა, 12 მოხსნა. მოწოდების სიმაღლეზე იყო ანდრე დრამონდიც - 21 ქულა, 10 მოხსნა.

"დეტროიტი" ამ მარცხის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში 13 მოგებითა და 10 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

ზაზა და კომპანია მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს შინ "ნიუ ორლეანთან" გამართავენ.

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

მილუოკი - გოლდენ სტეიტი 95:105

ფინიქსი - მაიამი 98:115

სან ანტონიო - ლეიკერსი 133:120

ჩიკაგო - ოკლაჰომა 114:112

ნიუ ორლეანი - მემფისი 103:107

ბრუკლინი - ტორონტო 106:105 (ო.ტ. 98:98)

კლივლენდი - საკრამენტო 110:129

შარლოტი - დენვერი 113:107

ორლანდო - ინდიანა 90:112

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები