Aa
Aa

"მანჩესტერს" პრემიერლიგის მოსაგებად "სიტის" ფინანსური სანქციები სჭირდება

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის წლევანდელ გათამაშებაში საშინელი სტარტი აიღო. ჟოზე მოურინიოს გუნდი ლიდერ "სიტის" 15 ტურის შემდეგ 18 ქულით ჩამორჩება.

ჟურნალისტებმა ჟოზეს ჰკითხეს თუ როდის შეძლებდა "მანჩესტერი" ჩემპიონობას, რაზეც "განსაკუთრებულმა" ჩვეულ სტილში უპასუხა.

"ეს ჩვენს ევოლუციაზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე თუ როგორი ევოლუცია ექნებათ სხვებს. ვინც ამჟამად ჩვენზე წინ იმყოფება, თუ ისინი განვითარებას განაგრძობენ და ტემპს შეინარჩუნებენ, ისევე როგორც ფინანსებს...

სულ სხვა საქმეა თუ ისინი წინსვლას შეაჩერებენ, ან ფინანსური ფეარ პლეი შეაჩერებს მათ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეგვეძლება".

მოურინიოს ლივერპულის შესახებ ჰკითხეს, რომელსაც პრემიერლიგა 1990 წლის შემდეგ არ მოუგია. რას ფიქრობს ის, ელის თუ არა იგივე ბედი "იუნაიტედს".

"არ ვიცი რა მოუვიდა ლივერპულს. მე უბრალოდ ციფრები ვიცი. არ ვიცი რატომ მოხდა ეს".

შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერლიგა ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები