Aa
Aa

შენგელიას 15 ქულა - "ბასკონიამ" "ცსკა" დაამარცხა!

ევროლიგის მე-11 ტური "ბასკონიასა" და "ცსკა"-ს შეხვედრით დაიხურა.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდმა მოსკოველებს დრამატულ ბრძოლაში 76:73 სძლია.

შენგელიამ პარკეტზე 32:09 წუთი დაჰყო რა დროშიც მისი მონაგარი 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.

აღსანიშნავია, რომ თოკოს წინააღმდეგ 9-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება ჯენინგს, მისი მონაგარი 26:26 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "ცსკა"-ს წევრი ალექს პეტერსი გახდა - 20 ქულა.

"ბასკონიას" რიგებში 18 ქულით ვენსან პუარე გამოირჩა.

ვიტორიელებმა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს, რადგან ევროლიგაზე მათი სტარტი საკმაოდ არადამაჯერებელი გახლდათ.

დღევანდელი გამარჯვება შენგელიას გუნდისთვის ევროლიგაში საიუბილეო 205-ე გამოდგა.

ამ დროისთვის "ბასკონია" 4 გამარჯვებით ცხრილის მე-12 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები