სარი:
Aa
Aa

სარი: "ხვალ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს"

შაბათს, პრემიერ ლიგაში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. მაურიციო სარის „ჩელსი“ საკუთარ მოედანზე პეპ გუარდიოლას „სიტის“ მიიღებს. „არისტოკრატებმა“ წლევანდელი სეზონი მშვენივრად დაიწყეს, თუმცა ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან და „ქალაქელებს“ 10 ქულით ჩამორჩებიან.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაურიციო სარიმ ჟურნალისტებთან სამომავლო დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა აქცენტი საკუთარი კოლექტივის სათამაშო ფორმაზე გააკეთა და განაცხადა: „სიტისთან“ გასამართი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს და ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ითამაშებს. პეპ გუარდიოლას გუნდის დამარცხება ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„ჩელსი“ პროგრესს განიცდის, მაგრამ ერთ ადგილას არც „მანჩესტერ სიტი“ დგას. გამომდინარე აქედან გუნდების კლასს შორის არსებული სხვაობის შემცირება საკმაოდ რთულია. სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულ პრობლემებს შევეჩეხეთ. ასეთი რამ ყველგან ხდება, მთავარია ნიუანსების გამოსწორებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციისას იტალიელს იმ გზების დასახელება სთხოვეს, რომელთა წყალობით „ლურჯები“ „სიტის“ დამარცხებას მოახერხებენ. ამ კითხვას სარი იუმორით შეხვედრა და განაცხადა: „არ ვიცი! გუარდიოლას წინააღმდეგ არცერთხელ გამიმარჯვია, ამიტომ ამ კითხვით სხვას უნდა მიმართოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები