Aa
Aa

"ჩელსის" ელსეიდ ჰისაის შეძენა სურს

"ლონდონის ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს. "არისტოკრატებმა" წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა ქულები მიჯრით რამდენიმე შეხვედრაში დაკარგეს და მაურიციო სარი ცვლილებების გატარებას აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით "ლურჯები" "ნაპოლის" ალბანელი ფეხბურთელით, ელსეიდ ჰისაით არიან დაინტერესებული. ამ უკანასკნელის გამოსასყიდი თანხა 44.5 მილიონი ფუნტია, თუმცა "ჩელსის" წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ გაცილებით ნაკლებს გადაიხდიან. იტალიური გამოცემების ცნობით ლონდონელები ნეაპოლურ გუნდში ერთ-ერთი მოთამაშის იჯარის წესით გაშვებას გეგმავენ. კონკრეტულად რომელ ფეხბურთელზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია.

მოგეხსენებათ "ჩელსის " ტრანსფერების განხორციელება შესაძლოა 2 წლით აეკრძალოს და აქედან გამომდინარე Calciomercato“ მიიჩნევს, რომ"არისტოკრატები" მოლაპარაკებების უმოკლეს დროში დასრულებას შეეცდებიან..

ჰისაის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა გუნდის დატოვების წინააღმდეგი არაა. ნეაპოლური კლუბის მაისურით მას 150-ზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული და წლევანდელ სეზონში მონაწილეობა 16 მატჩში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები