პოლ სქოულზი:
Aa
Aa

პოლ სქოულზი: "შეძლებს კი ზიდანი "რეალში" მიღწეული წარმატების გამეორებას"?!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი, პოლ სქოულზი, წლევანდელ სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდის ხშირი კრიტიკით გამოირჩევა. ინგლისელი ნახევარმცველის უკმაყოფილებას ძირითადად "წითელი ეშმაკების" სათამაშო სტილი და კლუბში არსებული სიტუაცია იწვევს.

ბრიტანული პრესის ცნობით  პორტუგალიელი სპეციალისტის მანჩესტერული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. "ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციით მოურინიო გუნდს აუცილებლად დატოვებს და მის შემცვლელად ზინედინ ზიდანი მოგვევლინება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი სქოულზმაც დააფიქსირა. ინგლისელმა ნახევარმცველმა "იუნაიტედში" ზიდანის შესაძლო დანიშვნის შესახებ BT Sport-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა: "შეძლებს კი ზიდანი "რეალში" მიღწეული წარმატების გამეორებას?! "სამეფო კლუბში" მისვლისას მას გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები დახვდა, "მანჩესტერში" ყველაფერი სხვანაირადაა. "იუნაიტედში" მას მოთამაშეების თვითრწმენის ამაღლება და საშინლად მოასპარეზე გუნდის ჩაბარება მოუწევს, რაც საკმაოდ რთული დავალებაა".

"რეალში ყოფნისას ზიდანს ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა და წარმატების მიღწევა ადვილი მაინც არ ყოფილა. წარმოიდგინეთ "მანჩესტერში" რა მოხდება. გუნდში, სადაც ყველაფერი მოთამაშეთა თვითრწმენის ამაღლებით უნდა დაიწყოს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები