Aa
Aa

სკანდალი ლონდონში - "არსენალის" ფეხბურთელები და "მალხენი აირი"

ბრიტანულმა გამოცემამ, “The Sun”-მა სენსაციური ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც „არსენალის“ ფეხბურთელების წვეულებაა ასახული. ალექსანდრ ლაკაზეტი, მატეო გენდუზი, მესუთ იოზილი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შკოდრან მუსტაფი და ჰენრიხ მხითარიანი ლონდონის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კლუბში იმყოფებიან და მსუბუქ ნარკოტიკებს იღებენ.

“The Sun”-ის ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ ფეხბურთელები აზოტის ქვეჟანგს, ე.წ „მხიარულ აირი“ მოიხმარნენ.

განსაკუთრებით ობამეიანგისა და იოზილის დუეტი გამოირჩევა, ხოლო 19 წლის გენდუზი, აღნიშნული ნარკოტიკის მიღებას პირველად აპირებდა და ახსნა-განმარტებებს მუსტაფი აძლევდა. ფრანგი ფეხბურთელისთვის ყველაფერი არც თუ ისე კარგად დასრულდა და თუ ბრიტანულ გამოცემას დავუჯერებთ გონებაც დაკარგა.

“The Sun”-ის ცნობით წვეულებაზე 70-მდე გოგონა იყო დაპატიჟებული და ჯამში დაახლოებით 30000 ფუნტი სტერლინგი დაჯდა. კადრებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრიტანელებმა „მეთოფეების“ მოთამაშეები სასტიკად გააკრიტიკეს და საკუთარი საქციელისთვის ბოდიშის მოხდას თხოვენ.

წარსულში „მალხენი აირის“ შესუნთქვისას რაჰიმ სტერლინგი და კაილ უოკერიც გამოიჭირეს. აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება ბრიტანეთში აკრძალული არაა, თუმცა საკმაოდ ეფექტურია და მისმა მიღებამ შესაძლოა ინფარქტი გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები