პელე:
Aa
Aa

პელე: "მესის როგორ მადარებთ"?

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე პერიოდულად საინტერესო გამონათქვამებით გამოირჩევა. იგი ამის გამო კრიტიკის ობიექტი ხშირად გამხდარა, ამჯერად კი ლიონელ მესის გულშემატკივრების გულისწყრომა დაიმსახურა.

78 წლის ვარსკვლავი აცხადებს, რომ მესის მას არ უნდა ადარებდნენ, რადგან არგენტინელის ძლიერი მხარე მხოლოდ დრიბლინგია. პელე სან პაულოში არსებულ გამოცემა O Rei-ს ესაუბრა და განაცხადა:

როგორ შეგიძლიათ ერთმანეთთან შეადაროთ ორი ფეხბურთელი, რომელთაგანაც ერთი თავით და ორივე ფეხით კარგად თამაშობს, მეორე კი მხოლოდ ერთი ფეხით ურტყამს და თავით თამაში უჭირს.

თუკი გინდათ, რომ ვინმე პელეს შეადაროთ, მაშინ ის ნახსენებ კომპონენტებში ძლიერი უნდა იყოს, მარჯვენა და მარცხენა ფეხით, ასევე, თავით გოლები უნდა გაჰქონდეს და არა - მხოლოდ ერთ საფეხბურთო კომპონენტს ფლობდეს.

მესის მხოლოდ კარგი დრიბლინგი აქვს, თავით თამაში კი ნამდვილად არ გამოსდის. თუმცა, იმასაც დავამატებ, რომ ფეხბურთელების შედარება ძირითადად მაინც გემოვნების საკითხია“.

აქვე შეგვიძლია, ლიონელ მესის მიერ ევროტურნირებზე გატანილი პირველი 100 გოლი და მათი სპეციფიკა გავიხსენოთ. არგენტინელმა შემტევმა 82 გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, 14 - მარჯვენით, ხოლო 4 - თავით.

მესიმ თავით ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი, ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გაიტანა, როცა რთული სიტუაციიდან ედვინ ვან დერ სარი უშანსოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები