რონალდინიოს კომპლიმენტები ფირმინოს
Aa
Aa

რონალდინიოს კომპლიმენტები ფირმინოს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, მისი თანამემამულის რობერტო ფირმინიოს შესახებ ისაუბრა და „ლივერპულის“ შემტევისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა.

„არასოდეს დამიყენებია ეჭვის ქვეშ ფირმინოს შესაძლებლობები. დარწმუნებული ვიყავი, რომ „ლივერპულს“ შესანიშნავად მოერგებოდა. ის ერთ–ერთი საუკეთესოა თავის საქმეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არაფრით ჩამოუვარდება ისეთი კლასის გამთამაშებლებს, როგორებიც იოზილი, სილვა და ინიესტა არიან. ის არის მოთამაშე, რომლის ირგვლივაც კლოპი ახალ გუნდს ააშენებს. იურგენი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო მწვრთნელია და კარგად იცის, რომ „ლივერპულს“ უკეთესი მოთამაშეები სჭირდება ისევე, როგორც ფირმინიოს სჭირდება უკეთესი პარტნიორები“ – განაცხადა რონალდინიომ.

როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ტექნიკური ბრაზილიელი ფეხბურთელი „მერსესაიდულმა“ გრანდმა 2015 წლის ზაფხულში გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები