რასელ უესტბრუკის ისტორიული შეხვედრა
Aa
Aa

რასელ უესტბრუკის ისტორიული შეხვედრა

„ოკლაჰომა სიტის“ კალათბურთელმა, რასელ უესტბრუკმა, დაგროვებული სამმაგი დუბლების რაოდენობით ლეგენდარულ ჯეისონ კიდს გადაასწრო. „თანდერის“ გამთამაშებელმა ისტორიული შედეგი „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დააფიქსირა.

30 წლის მოთამაშემ მატჩი 21 ქულით, 15 მოხსნით და 17 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. რასელმა კარიერაში 108-ე სამმაგი დუბლი ჩაიწერა და დაგროვებული სამმაგი დუბლების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ მეორეზე ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონი იმყოფება, რომელმაც კარიერის განმავლობაში 138 სამმაგი დუბლი მიითვალა. პირველ ადგილს კი ოსკარო რობერტსონი იკავებს. „მილუოკის“ ყოფილი გამთამაშებლის ანგარიშზე 181 სამმაგი დუბლია.

მიუხედავად უესტბრუკის ბრწყინვალე გამოსვლისა, შეხვედრის გმირად პოლ ჯორჯი იქცა. ამ უკანასკნელმა 47 ქულა დააგროვა და გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები