Aa
Aa

"ჩელსის" კოვაჩიჩის გადმობირება სურს

ესპანური გაზეთების ინფორმაციით "ლონდონის ჩელსიმ" მატეო კოვაჩიჩის თაობაზე "მადრიდის რეალთან" მოლაპარაკებები წამოიწყო. შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი "სტემფორდ ბრიჯზე" იჯარის წესით იმყოფება, რომელიც ივნისში სრულდება.

„არისტოკრატები“ მისი თამაშით მოხიბლულები არიან და კოვაჩიჩის შეძენას გეგმავენ.

"რეალმა" მატეოს სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტი გადაიხადა და თუ ყველაფერი მადრიდელთა გეგმის მიხედვით წავიდა სერიოზულ მოგებასაც ნახავენ.

"ნისლიან ალბიონზე" გავრცელებული ინფორმაციით კოვაჩიჩის საკუთარ რიგებში ხილვით "ტოტენჰემიცაა" დაინტერესებული. "დეზებს" ხორვატის მიმართ დიდი სიმპათიები აქვთ და მის გადმოსაბირებლად ყველაფერს გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები