ალან შირერი
Aa
Aa

ალან შირერი "მანჩესტერზე": "მათ მაშინაც ვერ ვიტანდი და"...

ალან შირერს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ლეგენდარული თავდამსხმელი მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იყო და მისი გადმობირებით ევროპული გრანდები ხშირად ინტერესდებოდნენ. გამონაკლისი არც "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოფილა. ალექს ფერგიუსონმა შირერის შეძენა ორჯერ სცადა, თუმცა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო.

სოციალურ ქსელში ალანს ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მომხმარებელმა საინტერესო კითხვა დაუსვა: "ხშირად ფიქრობ იმის შესახებ რა მოხდებოდა "მანჩესტერთან" კონტრაქტი რომ გაგეფორმებინა"?

შირერის პასუხი კი ასეთი გახლდათ: "არასდროს! მათ მაშინაც ვერ ვიტანდი და ახლაც ვერ ვიტან"!

ალანმა გულშემატკივრების გულების დაპყრობა "ბლექბერნში" ყოფნისას მოახერხა. 1996 წელს მან "როვერსი" დატოვა და კარიერა "ნიუკასლში" გააგრძელა. "კაჭკაჭების" რიგებში შირერმა 405 მატჩი ჩაატარა და 206 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები