ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "იანგ ბოიზთან" მატჩი "ინტერთან" შეხვედრაზე უფრო მნიშვნელოვანია"

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, დარწმუნებულია, რომ წლევანდელ სეზონში „ინტერს“ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია. მიუხედავად ამისა იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „ნერაძურისთან“ მატჩზე მნიშვნელოვანი „იანგ ბოიზთან“ გასამართი შეხვედრაა.

„ბიანკონერის“ მილანურ კლუბთან სოლიდური ჰანდიკაპი აქვს, თუმცა ალეგრი თვლის, რომ დასრულებული არაფერია და „ინტერს“ ჩემპიონობის შანსები ჯერ კიდევ აქვს.

მასიმილიანომ საკუთარი პოზიცია „სერია ა“-ს შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა და განაცხადა: „ხვალ გულშემატკივარი „დერბი დი იტალიას“ იხილავს. მნიშვნელობა არ აქვს სატურნირო ცხრილში კლუბები რა ადგილს იკავებენ, ეს დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. "ინტერის“ წინააღმდეგ ტაქტიკური და ფსიქოლოგიური გამოცდის ჩაბარება მოგვიწევს და ვფიქრობ ადვილი შეხვედრა ნამდვილად არ გველის".

"წლევანდელ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ნაპოლისთან“ ერთად „ნერაძური“ ჩვენი უშუალო კონკურენტია. დარწმუნებული ვარ მეორე ადგილის დაკავება არცერთი მათგანის მიზანი არაა"!

"ჯერ ყველაფერი წინაა და არაფერი დასრულებულა! ანჩელოტი ამ ფრაზას ხშირად იმეორებს და მართალიცაა. „ნაპოლის“ და „ინტერს“ კიდევ სამჯერ დავუპირისპირდებით“.

„სიმართლე გითხრათ ჩვენთვის მომდევნო ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია! რატომ?! ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვსურს. ხვალინდელი დაპირისპირება კი აღნიშნული სამი შეხვედრიდან ერთ-ერთია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები