ლეგენდარულმა პელემ ნეიმარის შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

ლეგენდარულმა პელემ ნეიმარის შესახებ ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრებისა და "პსჟ"-ს 26 წლის ვარსკლავი, ნეიმარი, ქომაგების მხრიდან წამოსული კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. "სელესაოს" ლიდერის მისამართით ნათქვამი უარყოფითი კომენტარების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ხშირი სიმულაციებია.

ნეიმარი ვარდნების გაფორმებებით ჯერ კიდევ მუნდიალზე "გამოირჩა" და სიტუაცია არც პარიზულ კლუბში შეცვლილა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მის "ქმედებებს" ფეხბურთის ბრაზილიელი "მეფე", პელე, გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა საკუთარი აზრი Folha de Sao Paulo-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: "ნეიმარის სიმულაციების რაიმე სახით გამართლება ძალიან რთულია. მას რამდენჯერმე ველაპარაკე და თითოეული საუბრისას ხაზი მის განსაკუთრებულ საფეხბურთო შესაძლებლობებს გავუსვი".

"ნეიმარს ევროპაში ორჯერ შევხვდი. ორივეჯერ საკმაოდ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა და მას ასეთი რამ ვუთხარი: "ფეხბურთის ღმერთმა ნიჭი გიბოძა, ნუ გაირთულებ და გაანიავებ ყველაფერს".

ლეგენდარულმა პელემ მბაპეს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: "ხალხი მე და მბაპეს ერთმანეთს ხშირად გვამსგავსებს. აშკარაა, რომ რაღაც საერთო გვაქვს. იგი 19 წლისაა და უკვე მსოფლიო ჩემპიონია. ევროპაში მბაპეს აღმერთებენ და მუდამ მის შესახებ საუბრობენ, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ ნეიმარი უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები