ერნესტო ვალვერდე:
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდე: "მოდრიჩს გამარჯვებას ვულოცავ, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი სრული აბსურდია"

ოქროს ბურთის დაჯილდოების შედეგებს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოყვა. გულშემატკივრები განსაკუთრებით ლეო მესისთვის მინიჭებულ მეხუთე ადგილს აკრიტიკებდნენ.

ქომაგების პოზიცია "ბარსელონას" თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემაც გაიზიარა. ამ უკანასკნელმა საკუთარი აზრი "კოპა დელ რეის" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა და განაცხადა: "იყო თუ არა ოქროს ბურთის დაჯილდოების შედეგები სამართლიანი? ამ კითხვაზე პასუხი იმ ადამიანებს უნდა მოთხოვოთ, ვინც ხმისმიცემაში მონაწილეობა მიიღო“.

„მე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ყველას თავისი აზრი გააჩნია. მოდრიჩს გამარჯვებას ვულოცავ, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი სრული აბსურდია"

მესი ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულია და 2006 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც იგი საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ მეორეზე კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ანტუან გრიზმანმა დაიკავა.

დაჯილდოების შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება დიეგო სიმეონემაც გამოთქვა. ამ უკანასკნელმა მოდრიჩს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ აღნიშნა რომ მისთვის შარშანდელ სეზონში საუკეთესოები რაფაელ ვარანი და ანტუან გრიზმანი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები