კილიან მბაპე: „ედენ აზარი საუკეთესოა იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც 2018 წელს მითამაშია“
Aa
Aa

კილიან მბაპე: „ედენ აზარი საუკეთესოა იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც 2018 წელს მითამაშია“

საფრანგეთის ნაკრებისა და „პსჟ“-ს ლიდერმა, კილიან მბაპემ, ედენ აზარს იმ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო უწოდა, რომელთა წინააღმდეგაც 2018 წელს უასპარეზია.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მბაპემ 21-წლამდელთა შორის საუკეთესოს სტატუსი დაისაკუთრა და ოქროს ბურთის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. ყველაფერთან ერთად კილიანმა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებო ჯილდო დაიბევა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ბელგიელ შემტევზე საუბრისას მბაპემ სწორედ მუნდიალი გაიხსენა და განაცხადა: "წლევანდელ სეზონში აზარის თამაშმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მან ჩემი გაოცება რამდენჯერმე მოახერხა. ედენი შესანიშნავად ასპარეზობდა. როცა თამაშის მიმდინარეობა პასის გაკეთებას მოითხოვდა, იგი გადაცემას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ასრულებდა“.

„მახსოვს რამდენჯერმე ედენისგან ხუთი მეტრის მოშორებით ვიდექი და მისი თამაშით გაოცებული ვრჩებოდი. აზარი ბურთს იდეალურად აკონტროლებდა და ამავდროულად მოედანზე ყველაფერს ხედავდა. სტადიონზე არ არსებობს, ადგილი, რომელიც ედენ აზარის თვალს გამორჩება. იმათ შორის, ვის წინააღმდეგაც 2018 წელს მითამაშია, იგი ნამდვილად საუკეთესოა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები