ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "მასთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებდი"...

საუბარია წარსულში ძალიან ცნობილ და პოპულარულ ფეხბურთელზე, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ტოპ კლუბს უდგას სათავეში და რომელთანაც, ბრაზილიელის თქმით, ის სიამოვნებით იმუშავებდა.

"გვარდიოლა მხიარული ადამიანია, მისი საქმისადმი მიდგომა კი უდავოდ სამაგალითო და დასაფასებელია. ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობა მომეწონებოდა და გამიხარდება თუ ოდესმე ამის საშუალება მომეცემა". - ამბობს ნეიმარი.

ამის შემდეგ "ბარსას" შემტევმა თავის სამომავლო კარიერაზეც გააკეთა მცირე კომენტარი:

"სანამ ფეხბურთიდან წავალ, მსურს რომ სამშობლოში დავბრუნდე და იქ ბურთი ისევ გავაგორო, ასევე მივესალმებოდი MLS-ში გამოსვლასაც. თუმცა, არ მგონია ხსენებულ ჩემპიონატებში, კარიერის ბოლომდე გადავიდე". - დაასრულა ნეიმარმა, რომელიც 24 წლის რამდენიმე დღეში, კერძოდ 5 თებერვალს გახდება. 

ბრაზილიელის ამ მცირე ინტერვიუს ესპანური marca აქვეყნებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები