ბრიტანულმა ბუკმეიკერულმა კანტორამ რომელუ ლუკაკუს დასცინა
Aa
Aa

ბრიტანულმა ბუკმეიკერულმა კანტორამ რომელუ ლუკაკუს დასცინა

რომელუ ლუკაკუმ 981 წუთიანი მშრალი სერია „საუთჰემპტონთან“ დაასრულა.. ბელგიელმა თავდამსხმელმა „წმინდანების“ კარის აღება 33-ე წუთზე მოახერხა და გულშემატკივრები გაახარა.

სამწუხაროდ ლუკაკუს კრიტიკა ამით არ დასრულებულა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რომელუს „პრობლემებს“ ბუკმეიკერული კანტორა, “Betfair”-იც გამოეხმაურა. ამ უკანასკნელმა „არსენალთან“ მატჩის წინ მომხმარებელს საინტერესო პოზიციები შესთავაზა, რომლებიც უშუალოდ ლუკაკუს უკავშირდება.

დრიბლინგისას ბურთიანად მოედნის ფარგლებს მიღმა გადავა - 3.0

„არსენალთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება - 3.0

ბურთზე ფეხი აუსრიალდება და წაიქცევა - 3.5

კარში ზუსტად ვერ დაარტყამს -  4.5

პირველ ტაიმში შეცვლიან - 6.0

კარისკენ ისე ცუდად დაარტყამს, რომ ბურთი აუტზე გადავა - 8.0

„არსენალის“ მოთამაშეს საგოლე გადაცემას გაუკეთებს - 34.0

ავტოგოლს გაიტანს - 51.0

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები