ფეხბურთელობიდან გეიმერობამდე - როგორ იქცა იოზილი fortnite-ს ვარსკვლავად?!..
Aa
Aa

ფეხბურთელობიდან გეიმერობამდე - როგორ იქცა იოზილი fortnite-ს ვარსკვლავად?!..

მესუტ იოზილი, ერთ-ერთი გამოკვეთილი სახელი, რომელიც უნაი ემერის არსენალს, კვირას,  ტოტენჰემთან გამართულ ლონდონურ დერბიში გამოაკლდა.

მართალია, 30 წლის გერმანელ ნახევარმცველს, ,,ლონდონელი მეთოფეების“ უმნიშვნელოვანესი თამაშებიდან გაუჩინარებისათვის, უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ,  თუმცა მისი ბოლოდროინდელი რეჟიმიდან ამოვარდნა ერთ-ერთი გულშემატკივრის თვალთახედვაში განსაკუთრებული მიზეზის გამო მოხვდა.

არსენალის ბლოგერმა, ლე გროვმა, გიჟური, ჯერჯერობით საკმაოდ დამაჯერებელი შეთქმულების თეორია შექმნა, რომელიც კომპიუტერული თამაშების მიმართ იოზილის განსაკუთრებულ სიყვარულს უკავშირდება.

საქმე ეხება, კომპანია Epic Games-ის თამაშს, fortnite-ს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი კი, როგორც ჩანს, ამ მხრივ, ნამდვილად არ ხუმრობს. ოქტომბრის თვის განმავლობაში, იოზილმა ონლაინ თამაშში 600-მდე ხელი მოიგო, fortnite-ზე მისი მეტსახელია - M10_88.

ლე გროვი ამბობს, რომ სავარაუდოდ მესუტ იოზილის ყბადაღებული ტრავმა სწორედ ამ გავრცელებული თამაშის მიერ მინიჭებულმა სიამოვნებამ გამოიწვია.

ყველამ, ვისაც კი ამ თამაშის შესახებ სმენია, იცის, რომ 600 მოგებამდე მიღწევა კოლოსალურ დროს მოითხოვს. იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვოთ, სოლო რეჟიმში თამაშისას, მინიმუმ 99 მოთამაშის დამარცხება მოგიწევთ, ხოლო პარტნიორთან ერთად, ან გუნდური თამაშის რეჟიმში, 24 სხვადასხვა რაზმს უნდა სძლიოთ, ეს კი მარტივი სულაც არ არის.

მე რომ „არსენალის“ ხელმძღვანელი ვიყო, ნამდვილად დამრჩებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ ის არაჯანსაღი აქტივობებით და პასიური ცხოვრების წესითაა დაკავებული, რამაც შეიძლება აგრესიის დიდი დოზა დააგროვოს. ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულების გამომწვევი, ერთგვარი „ნარკოტიკული“ თამაშები ხშირად გადაიზრდება ხოლმე გრძელ, გათენებულ ღამეებშიც.

თუ ცნობილია ის, რომ იოზილს ზურგის ტკივილი აწუხებს, ესეც თავისთავად წარმოშობს საფუძვლიან  ეჭვს, რომ ის მჯდომარე მდგომარეობაში საათებს ატარებს. თანაც, რომ დავაკვირდეთ ის უფრო მეტ ზიზღსა და აგრესიას აჩვენებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვიდრე მთელი მისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გამოუხატავს.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სპორტსმენი თამაშობს ვიდეო თამაშებს, თუმცა 600 მოგების (12% იანი პროგრესის) მაჩვენებელი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას 6000-მდე ტური აქვს გავლილი“. - წერს ლე გროვი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

fortnite-ს ერთი ხელი საშუალოდ 20 წუთს გრძელდება. 5 დეკემბრის მონაცემებით, იოზილს ამ თამაშის 5221 ხელი აქვს ნათამაშები, რაც დროში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 1720 წუთი გამოდის. პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში, გერმანელ ფეხბურთელს ამდენი დრო მოედანზე არ გაუტარებია, იგი თანაგუნდელებს ჯამში 825 წუთის განმავლობაში ეხმარებოდა.

მესუთ იოზილი fortnite-ს ძირითადად გუნდურად თამაშობს. ამასთანავე, იგი საკუთარი თამაშის ამსახველ ლაივს სოციალურ სივრცეში აზიარებს, რათა სხვა ადამიანებს მისი ხილვის საშუალება ჰქონდეთ. მესუთს Twich.tv-ზე 147 ათასი მიმდევარი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ჯამში 724 ათასი ნახვა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები