მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
Aa
Aa

მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

სანდრო მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში.

ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლმა” 5 დეკემბერს ლიგის მორიგი მატჩი “ნიუ ჰემპშირთან” გამართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ეს გახლდათ მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში.

პირველად მოხდა ასევე, რომ სანდრო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

ქართველმა ფორვარდმა 30 წუთი ითამაშა და 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად სანდრომ მატჩში უმეტესი – 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

სეტონჰოლელი “მეკობრეების” ბომბარდირი 18 ქულით ქუინსი მაკნაითი გახდა.

 “სეტონ ჰოლმა” “ნიუ ჰემპშირთან” მატჩი 77:57 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ 5 გამარჯვების წილ 3 მარცხი გააჩნია, “ბიგ ისთის” მონფერენციაში მაინც ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები